საზოგადოება

დავით ზალკალიანი პორტუგალიაში მცხოვრებ ქართველებს შეხვდა ​

22.04.19 12:00


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ვიზიტით პორტუგალიაში იმყოფება.

სადაც დღეს შეხვედრასგამართავს პორტუგალიის საგარეო საქმეთა მინისტრთან აუგუშტუ სანტუშ სილვასთან, პორტუგალიურენოვანი სახელმწიფოებისთანამეგობრობის პრეზიდენტთან ფრანსისკო რიბიეროსთან.

პორტუგალიელ კოლეგასთან შეხვედრისას განხილული იქნებასაქართველოსა და პორტუგალიას შორის მიმდინარე თანამშრომლობა, როგორც ორმხრივ, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებისფარგლებში.

ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერება შეთანხმებას ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ.

ვიზიტის ფარგლებში დავით ზალკალიანმა უკვე გამართა შეხვედრა პორტუგალიაში მცხოვრები ქართული დიასპორისწარმომადგენლებთან, სადაც ისაუბრა საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, როგორც საგარეო პოლიტიკის წარმატებებზე, ასევეარსებულ გამოწვევებსა და ქვეყნის განვითარების სამთავრობო ხედვაზე.

მინისტრმა დიასპორის წარმომადგენლებს გააცნო სახელმწიფოს მიერ ინიცირებული ცალკეული პროექტები, რომელიც ხელსუწყობს საზღვარგარეთ ქართული დიასპორის გაძლიერებას, მათ შორის საკვირაო სკოლების გამართულ ფუნქციონირებას,დიასპორული პროექტების დაფინანსებას და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან ეფექტური კომუნიკაციის ქსელისდამკვიდრებას.

შეხვედრაზე მინისტრმა მიმოიხილა ევროკავშირთან ინტეგრაციის წარმატებული პროცესი და განსაკუთრებული ყურადღებაგამახვილდა ვიზალიბერალიზაციის გადაწყვეტილების როგორც პოლიტიკურ ასევე პრაქტიკულ მნიშვნელობაზე, რომლითაცისარგებლა საქართველოს 600 ათასამდე მოქალაქემ. დავით ზალკალიანის განცხადებით საზოგადოების გარკვეული ნაწილისმხრიდან ადგილი აქვს ევროკავშირის/შენგენის ზონასთან უვიზო რეჟიმის არამართლზომიერ გამოყენებას, რამაც შესაძლოაგავლენა იქონიოს მის შემდგომ შენარჩუნებაზე. როგორც შეხვედრაზე მინისტრმა აღნიშნა საქართველოს მოქალაქეების ნაწილისმხრიდან ევროკავშირის ცალკეულ ქვეყნებში თავშესაფრის მოთხოვნის მცდელობა ფუჭია, რადგან პარტნიორებისმხრიდანსაქართველო განიხილება უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნად და განაცხადები ფატქობრივად არ კმაყოფილდება. მან ასევე შეშფოთებაგამოთქვა ცალკეული პოლიტიკოსების მხრიდან ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის საზღვარგარეთ უკიდურეს გაჭირვებაშიმყოფი თანამემამულეების საკითხის გამოყენების გამო.

დავით ზალკალიანის განცხადებით ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა მთელი ერის უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია და ყველასვალია მას გაუფრთხილდეს. მან ქართული დიასპორის წარმომადგენლებს მოუწოდა ამ საკითხზე სწორი კომუნიკაცია ჰქონდეთსაქართველოში დარჩენილ ახლობლებთან. მისივე განცხადებით საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს ევროპელპარტნიორებთან ცირკულარული მიგრაციის შესახებ შეთანხმებების გაფორმებისთვის, რაც თავის მხრივ შეამცირებს უკანონომიგრაციას. შეხვედრაზე ხაზი გაესვა პორტუგალიასთან ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში დიასპორის დიდ როლს დააღინიშნა საზღვარგარეთსაქართველოს საელჩოების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობა დიასპორულ ცხოვრებაში.






წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 55


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები