საზოგადოება

მაშველებმა ხევში ჩარჩენილი 2 მოქალაქე უვნებლად ამოიყვანეს

22.04.19 14:15


შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა დაბა წყნეთში, შოთა რუსთაველის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ხევში ჩარჩენილი ორი მოქალაქე უვნებლად ამოიყვანეს.

უწყების ცნობით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გადაუდებელი ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-დან შევიდა შეტყობინება, რომ ხევში - დაახლოებით, 15 მეტრის სიღრმეზე ორი მოქალაქე იმყოფებოდა და იქიდან ამოსვლას ვეღარ ახერხებდნენ.

შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე დაუყოვნებლივ გავიდა სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. ცუდი ხილვადობის და რთული მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, სამაშველო ოპერაცია წარმატებით დასრულდა და სპეციალური თოკების დახმარებით, ხევში მყოფი ორივე მოქალაქე უსაფრთხო ადგილზე რამდენიმე წუთში გამოიყვანეს.





წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები