ეკონომიკა

გასულ წელს საქართველომ საგარეო და საშინაო ვალის დაფარვაზე 2.4 მლრდ ლარი დახარჯა

22.04.19 14:45


სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ბიუჯეტის მონიტორმა 2018 წლის სახელმწიფო ვალის მაჩვენებლები შეაჯამა, რომლის მიხედვითაც გასულ წელს საქართველომ საგარეო და საშინაო ვალის დაფარვაზე 2,4 მლრდ ლარი დახარჯა.

კერძოდ, საგარეო ვალის დაფარვაზე გასულ წელს 984 მლნ ლარი დაიხარჯა, საშინაო ვალზე კი 1,496 მლნ ლარი.

ამასთან, შეჯამებაში აღნიშნულია, რომ სახელმწიფო ვალის დასაფარად ყველაზე დიდი ხარჯის გაღება საქართველოს უახლოეს წლებში - 2021 წელს მოუწევს, რადგან უნდა დაიფაროს 2011 წელს გამოშვებული ევრობონდები. კერძოდ, 2021 წელს საქართველო სახელმწიფო ვალის გასასტუმრებლად 2,6 მლრდ ლარს გადაიხდის.

ბიუჯეტის მონიტორის მიხედვით, საქართველოს საშინაო ვალი, 2018 წელს წინა წელთან შედარებით, 11%-ით, საგარეო ვალი კი 8%-ით გაიზარდა.

ხოლო, სახელმწიფო ვალის ნაშთმა, მთლიანი შიდა პროდუქტის 45% შეადგინა

ცნობისთვის, მიმდინარე წლის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფო ვალი, რომელიც მოიცავს მხოლოდ ცენტრალური მთავრობის და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღებულ ვალსა და სახელმწიფოს მიერ გარანტირებულ კერძო სექტორის ვალს, ჯამში 19,8 მლრდ ლარს შეადგენს და მისი 78% საგარეო ვალია. ამასთან, მიმდინარე წელს სახელმწიფო საშინაო და საგარეო ვალის გასასტუმრებლად 1.8 მლრდ ლარს გადაიხდის.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 253


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები