საზოგადოება

“დაკავებების შემთხვევაში უფრო გაიზრდება გაღიზიანება” – პანკისის ხეობაში მცხოვრები

22.04.19 16:00


პანკისის ხეობაში მცხოვრები მოქალაქეების ნაწილი, რომელიც ხეობაში ჰესის მშენებლობას ეწინააღმდეგება, აცხადებს, რომ თუ შინაგან საქმეთა სამინისტრო გუშინ მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით მოქალაქეების დაკავებებს დაიწყებს, პროტესტის მუხტი კიდევ უფრო გაიზრდება.

„მოსახლეობა არის ძალიან უკმაყოფილო, დაკავებების შემთხვევაში უფრო გაიზრდება ადამიანების გაღიზიანება და შესაძლოა, ისევ ცუდ შედეგებამდე მიგვიყვანოს”, – განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

დღეს დილიდან სოფელ ძიბახევთან, რომელიც შეტაკების ეპიცენტრი იყო, საგამოძიებო მოქმედებები დაიწყო.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ პანკისის ხეობაში პოლიციელებზე თავდასხმისა და პოლიციის ტექნიკის დაზიანების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით დაიწყო, რაც პოლიციელზე თავდასხმასა და ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას გულისხმობს.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 55


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები