პოლიტიკა

მომავალ კვირას „მინისტრის საათის“ ფორმატში პარლამენტი გიორგი გახარიას მოუსმენს

22.04.19 16:40


მომავალ სასესიო კვირას პარლამენტი პლენარული სხდომის ფორმატში შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას მოუსმენს.

გახარია პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში მივა. ის ისაუბრებს გაწეულ მუშაობაზე, დეპუტატებს სამოქმედო გეგმას გააცნობს და მათ შეკითხვებს უპასუხებს.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოსმენა ასახულია 30 აპრილი-3 მაისის პლენარული სხდომების დღის წესრიგში.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 82


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები