საზოგადოება
22.04.19 17:40
მიმდინარე წელს "საქსტატი" საარსებო მინიმუმის გაანგარიშების მეთოდოლოგიის გადახედვას არ გამორიცხავს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "საქსტატის" აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ საარსებო მინიმუმის მაჩვენებლის კომენტირებისას განუცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნული მაჩვენებელი საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავდა და შესაბამისად, სწორედ ამ უწყებასთან კომუნიკაციას აპირებს "საქსტატი" მეთოდოლოგიის ცვლილებასთან დაკავშირებით.
"საარსებო მინიმუმის გაანგარიშებისას "საქსტატი" ეყრდნობა იმ მეთოდოლოგიას, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის 2003 წლის ბრძანებით შემუშავდა. სამწუხაროდ, ამ მაჩვენებელთან დაკავშირებით არ არსებობს საერთაშორისო მეთოდოლოგია. ევროპული ქვეყნები მას არ ანგარიშობენ. ეს მაჩვენებელი ისეთ ქვეყნებში გაიანგარიშება, როგორიცაა ყაზახეთი, ბელარუსი და საერთაშორისო პრაქტიკა მწირია ამ მხრივ. ჩვენ შეგვიძლია ჯანდაცვის სამინისტროსთან ვითანამშრომლოთ და განვიხილოთ ამ მაჩვენებლის მეთოდოლოგიის ცვლილება," - განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.
"საქსტატის" აღმასრულებელი დირექტორი მოსალოდნელ ცვლილებეს შორის სასურსათო კალათის შემადგენლობის გადახედვას ასახელებს.
"უპირველეს ყოვლისა, უნდა გადაიხედოს მინიმალური სასურსათო კალათის შემადგენლობა, მეორე - უნდა დავაკვირდეთ შინამეურნეობის ხარჯების სტრუქტურას, რათა სასურსათო და არასასურსათო ხარჯების პროპორცია განისაზღვროს და მესამე -უნდა შეფასდეს თანაცხოვრების კოეფიციენტები, თუ საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი 160 ლარია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ორსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი 2-ჯერ მეტი იქნება," -განმარტა თოდრაძემ.
"ინტერპრესნიუსის" კითხვაზე, რამდენად საჭიროა ეს მაჩვენებელი და შესაძლოა, თუ არა მისი გაუქმება, "საქსტატის" დირექტორი განმარტავს, რომ ეს საკითხი პოლიტიკის გამტარებლების გადასაწყვეტია.
"გვჭირდება თუ არა ეს მაჩვენებელი პოლიტიკის გამტარებლებმა და მომხმარებლებმა უნდა გადაწყვიტონ. ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული მეთოდოლოგიით ვანგარიშობთ მაჩვენებელს. რაც შეეხება გაუქმებას, ამას საკანონმდებლო ცვლილებები დასჭირდება, რადგან ის ბევრ კანონშია დაფიქსირებული," - განაცხადა თოდრაძემ.
შეგახსენებთ, რომ „საქსტატის“ გაანგარიშებით, საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი, 2019 წლის მარტის მონაცემებით, 160 ლარი და 50 თეთრია, საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი კი — 304 ლარი.
ცნობისთვის, საარსებო მინიმუმს „საქსტატი“ მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე ადგენს. სასურსათო კალათას უწოდებენ პროდუქტების ერთობლიობას, რომელიც, „საქსტატის“ თანახმად, შეიცავს ადამიანისთვის ფიზიოლოგიურად აუცილებელი საკვების (კალორიების, ცხიმების, ცილების და ნახშირწყლების) რაოდენობას.
ამჟამად სასურსათო კალათში 40 პროდუქტია შეტანილი, დაწყებული ხორბლის პურით, დასრულებული ჩაით. ამ პროდუქტების წონები ისეა გადანაწილებული, რომ ადამიანს დღიურად 2300 კილოკალორია გამოუვიდეს.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 64
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
პრემიერი - ჩვენ გვაქვს 60%-ზე მეტი რეიტინგი
15:3023.04.24
-
15:1023.04.24
-
14:4523.04.24
-
თეა წულუკიანი ქართული სპორტის მუზეუმის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო
14:2623.04.24
-
14:0023.04.24
-
13:3523.04.24
-
13:1523.04.24
-
საქსტატი - 2024 წლის პირველ კვარტალში თბილისში უძრავი ქონების ფასი გაიზარდა
12:4823.04.24
-
ავტომანქანის ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს
12:2723.04.24
-
11:4423.04.24
-
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს შეხვდა
11:1223.04.24
-
10:4023.04.24
-
10:0023.04.24
-
7:5623.04.24
-
18:0022.04.24
-
17:4022.04.24
-
17:2022.04.24
-
16:5722.04.24
-
ირაკლი კობახიძემ თბილისში ახალი სტადიონის მშენებლობა დააანონსა
16:2522.04.24
-
16:0522.04.24
-
მამუკა მდინარაძე -29 აპრილის სახალხო შეკრებაზე ბიძინა ივანიშვილი აუცილებლად იქნება, ეს მისი სურვილია
15:4322.04.24
-
სარფში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს შემოტანის ფაქტი აღიკვეთა
15:2222.04.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის ელჩს შეხვდა
14:5922.04.24
-
14:3022.04.24
-
14:0522.04.24
-
შალვა პაპუაშვილი: ეროვნული მნიშვნელობის საკითხები დროულად იყოს განხილული
13:2522.04.24
-
სამინისტრო - ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით ახალი პროექტი იწყება
13:0022.04.24
-
მარიამ ქვრივიშვილი - 2024 წლის სამ თვეში საქართველომ უკვე მილიონ ტურისტს უმასპინძლა
12:3122.04.24
-
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს
12:0322.04.24
-
გურამ მაჭარაშვილი - სუვერენიტეტის შეზღუდვა სარწმუნოების გაქრობის ფონზე ხდება
11:3922.04.24
-
11:1522.04.24
-
10:4022.04.24
-
სუს-ი - მთელი ღამე მიმდინარეობდა ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები
10:0022.04.24
-
18:0019.04.24
-
17:3719.04.24
-
17:0519.04.24