საზოგადოება

თბილისიდან ბათუმის მიმართულებით პირველი მატარებელი გავიდა

25.07.16 19:10


ორსართულიანი ევროპული სტანდარტის Stadler Kiss-ის მოდელის პირველი მატარებელი თბილისიდან ბათუმში ორშაბათს, 09:10 საათზე გავიდა, იუწყება „საქართველოს რკინიგზის“ პრეს-სამსახურის უფროსი დაჩი ცაგურია.

საქართველოს ხელისუფლებამ ოთხი მატარებელი შეიძინა, რომელთაგან ორი დღიდან უკვე მოემსახურება მგზავრებს. ორი მატარებელი კი 2017 წლის იანვარ-თებერვალში ჩამოვა საქართველოში და მათი მარშრუტიც თბილისი-ბათუმი იქნება.

„საქართველოს რკინიგზას“ ორსართულიანი მატარებლების შეძენა 40 მლნ ევრო დაუჯდა, თითოეული — 9,9 მლნ ევრო.

„Stadler Kiss-ის მეორე მატარებელი (თბილისიდან ბათუმში) დღეს 18:20 საათზე გაემართა. მატარებლები რეისებს ყოველდღიურად შეასრულებენ“, — ციტირებს სააგენტო„ნოვოსტი — გრუზია“ ცაგურიას სიტყვებს.

თბილისი-ბათუმის მატარებელი მხოლოდ ზღვისპირა კურორტების სადგურებში — ბათუმში, ქობულეთსა და ურეკში გაჩერდება.

„ჩვენ თბილისიდან ბათუმის მიმართულებით მატარებლის მოძრაობის დრო ნახევარი საათით შევამცირეთ. დღევანდელი მდგომარეობით აუცილებელია დაახლოებით ხუთი საათი, უფრო ზუსტად 4:55 საათი. 2019 წელს კი, როდესაც ჩვენ უღელტეხილის მონაკვეთზე მოდერნიზაციის პროექტს დავასრულებთ, მგზავრობის დრო ერთი საათით შემცირდება და მგზავრებს ოთხ საათზე ნაკლებ დროში მოვემსახურებით“, — ციტირებს სააგენტო ცაგურიას სიტყვებს.

როგორც ცაგურია აცხადებს, მგზავრობის ღირებულება იგივე იქნება და „საქართველოს რკინიგზის“ ხელმძღვანელობა არც მომავალში აპირებს ფასის გაზრდას.

ცაგურიამ აღნიშნა, რომ მატარებლების განახლება ყველა მიმართულებით მოხდება.

შვეიცარული კომპანიის Stadler Bussnang AG-ის მატარებლები არის ულტრათანამედროვე ტიპის უსაფრთხოების სისტემებით აღჭურვილი, რომლებიც ყველა სტანდარტის მოთხოვნებთან არის შესაბამისობაში.

ახალი მატარებელი 400 მგზავრს მოემსახურება.

პერსონალმა, რომელიც მგზავრებს მოემსახურება, სხვადასხვა ქვეყანაში სპეციალური გადამზადების კურსები გაიარეს.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 2323


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები