საზოგადოება

სამართალდამცველებმა თბილისში პისტოლეტები, ვაზნები და 2 მჭიდი ამოიღეს

25.07.16 19:20


ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით სამართალდამცველებმა 1971 წელს დაბადებული ზურაბ ა. თბილისში, ხუდადოვის ქუჩაზე დააკავეს.

გამოძიების მონაცემებით, ზურაბ ა.-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, – Smith & Wesson-ის ტიპის არარეგისტრირებული პისტოლეტი, „მაკაროვის“ სისტემის არარეგისტრირებული პისტოლეტი, 2 მჭიდი და 38 საბრძოლო ვაზნა იქნა ამოღებული,ნათქვამია უწყების პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით), რაც ოთხ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
წლის დასაწყისიდან პოილიციამ ამიოღო 92 ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი: 56 პისტოლეტი, 18 ავტომატი, 11 შაშხანა, ექვსი რევოლვერი, ორი სანადირო თოფი, ხუთი ხელყუმბარა, ერთი ასაფეთქებელი, 250 კგ დენთი, 200 გრამი ტროტილი და 2 ათას 451 საბრძოლო ვაზნა.

ბოლო მონაცემებით, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით 2016 წლის დასაწყისიდან საქართველოში 58 ადამიანია დაპატიმრებული.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 514


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები