ანალიტიკა

სამცხე-ჯავახეთის სომეხმა ნაციონალისტებმა „დიდი სომხეთის“ რუქა დახატეს და ამ რუქით მოსკოვში „ფლეშმობს“ აწყობენ

24.04.19 14:10


სომეხი ნაციონალისტების პრეტენზიები ქართულ მიწებსა და სამცხე-ჯავახეთში სეპარატისტული ამბოხის საფრთხის კიდევ ერთი მტკიცებულება არსებობს.

მოსკოვის სომეხი ახალგაზრდობის ასოციაციამ მოსკოვის სომხურ მუზეუმთან და რუსეთის სომეხთა ასოციაციასთან ერთად მოამზადა ფლეშმობი „19:15“. ფლეშმობის ლოგოზე არის ე.წ. „სომხური მიწების“ რუქა. (https://images.squarespace-cdn.com/content/54412118e4b03de3b6796773/1555920394483-15KCNB68YATQ729C4G84/photo_2019-04-22_10-57-22.jpg?content-type=image%2Fjpeg ).

ეს პროვოკაციული რუკა გვიჩვენებს ტერიტორიულ პრეტენზიებს თურქეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს მიმართ. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ „ფლეშმობურ“ რუქაზე, როგორც „სომხური მიწები“, არის ნაჩვენები საქართველოს სამხრეთი (სამცხე-ჯავახეთის რეგიონი ან როგორც სომეხი ნაციონალისტები უწოდებენ „ჯავახკი“).

უფრო მეტიც, სულ ცოტა ხნის წინ სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ, „ჯავახკის“ სომხური კავშირის თავმჯდომარემ შირაკ ტოროსიანმა განაცხადა, რომ „იმ ფონზე, რომ ამ წლის სექტემბერში საქართველო მიიღებს სამოქმედო გეგმას ნატო-ში გაწევრიანებისთვის, ჯავახეთის სომხურმა სათვისტომომ ყირიმის მაგალითის მიხედვით შეიძლება მოითხოვოს „დამოუკიდებლობა““.

რა თქმა უნდა, გასაგებია, რომ სომეხი „ჯავახკის“ სეპარატისტები აპირებენ „ჯავახკის“ მიერთებას „დიდ სომხეთთან“, რომლის რუქები უკვე ვრცელდება სომხურ ნაციონალისტურ ფლეშმობებზე იმ ქვეყნის დედაქალაქში, რომელიც საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას ახორციელებს.

სომხეთის ნაციონალისტების „გენოციდის“ აქცია 23 აპრილს, საღამოს 4 საათზე, მოსკოვის ოლიმპიური გამზირის სომხურ სამოციქულო ეკლესიის ნოვო-ნახიჩევანის ეპარქიის ტაძრის ტერიტორიაზე გაიმართება.

ორგანიზატორებმა ასევე განაცხადეს:

„აქცია იქნება დაკარგული მიწების ისტორიის სიმბოლო და „გენოციდის“ თანმიმდევრობა „დასავლეთ სომხეთის“ ტერიტორიაზე. აქციის ვიდეო გამოქვეყნებული იქნება 24 აპრილს 19 საათსა და 15 წუთზე, რაც იქნება თავის მხრივ გენოციდის დაწყების წლის სიმბოლო. ჩვენი იდეაა შეიქმნას „ცოცხალი რუქა“, რომელიც დინამიურად შეიცვლება გადაღების დროს, რომელშიც აღინიშნება სომხეთის მოსახლეობის განსახლება „დასავლეთ სომხეთიდან“ და შემდეგ მსოფლიო სომხების სურვილი „დაბრუნება“ საკუთარ „სამშობლოში“.

ამრიგად, სომეხი ნაციონალისტები, სადაც შესაძლებელია და ნებისმიერი მიზეზით, აცხადებენ საკუთარ პრეტენზიებს საქართველოს ტერიტორიაზე.




KavkazPlus

წაკითხულია : 433


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები