საზოგადოება
25.07.16 19:50
სუიციდის პრევენციის პროგრამის ამოქმედების შემდეგ პენიტენციურ სისტემაში სუიციდით გარდაცვალების არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა. ხოლო, პროგრამის დაწყებიდან დღემდე, სუიციდური კრიზისიდან 170-ზე მეტი ბრალდებულის და მსჯავრდებულის გამოყვანა მოხერხდა. ამის შესახებ ინფორმაციას სასჯელაღსრულების სამინისტრო ავრცელებს.
“სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 11 თებერვლის ბრძანებით დამტკიცებული ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სუიციდის პრევენციის პროგრამის ამოქმედების შემდეგ პენიტენციურ სისტემაში სუიციდით გარდაცვალების არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა. ხოლო, პროგრამის დაწყებიდან დღემდე, სუიციდური კრიზისიდან 170-ზე მეტი ბრალდებულის და მსჯავრდებულის გამოყვანა მოხერხდა.
პენიტენციურ დაწესებულებებში სუიციდის პრევენციის პროგრამის განხორციელებას ევროსაბჭო და ევროკავშირი აქტიურად უჭერს მხარს. მხარდაჭერის ფარგლებში ევროსაბჭომ 23-24 ივლისს სუიციდის პრევენციის საბჭოს ახლად დანიშნული კოორდინატორებისა და წევრების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე საბჭოს ახალმა წევრებმა და სუიციდის პროგრამის კოორდინატორებმა ციხეებში არსებული ვითარება განიხილეს, სუიციდის პრევენციისთვის აუცილებელი აქტივობების გასაძლიერებლად შემდგომი ნაბიჯები განსაზღვრეს და ახალი რეგულაციების დანერგვის გზებზე იმსჯელეს.
ევროსაბჭოს საერთაშორისო და ადგილობრივმა კონსულტანტებმა საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში სუიციდის პრევენციის პროგრამის ამოქმედების პარალელურად ტრენერების გადასამზადებლად სპეციალური პროგრამა და მეთოდოლოგია შეიმუშავეს. შედეგად საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემის 800-მდე სამედიცინო და არასამედიცინო პერსონალმა, ციხის დირექტორებმა, მათმა მოადგილეებმა და სხვადასხვა დაწესებულებების მთავარმა ექიმებმა გადამზადების კურსი გაიარეს და სუიციდის პრევენციისთვის განსახორციელებელ აქტივობებზე, ასევე სუიციდის მართვის ტექნიკებზე დამატებითი ინფორმაცია მიიღეს, რაც, თავის მხრივ, პენიტენციურ დაწესებულებებში სუიციდის შემთხვევების მაქსიმალურად შემცირებას ისახავს მიზნად.
სუიციდის პრევენციის პროგრამა საპილოტე რეჟიმში 2013 წელს N8 დაწესებულებაში ამოქმედდა და ეტაპობრივად ყველა პენიტენციური დაწესებულება მოიცვა. 2016 წლის 11 თებერვალს კი, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის N13 ბრძანების თანახმად, პროგრამა ოფიციალურად დამტკიცდა. მიმდინარე წელს პროგრამაში 71 მამაკაცი, 8 ქალი და 1 არასრულწლოვანია ჩართული”, – აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.
წყარო : /www.kvira.ge/
წაკითხულია : 514
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24