ეკონომიკა

ქვეყანაში ბენზინი 10 თეთრით გაძვირდა - ექსპერტები არასაიმედო პროგნოზებს აკეთებენ

26.04.19 10:15


ბენზინზე ფასმა 10 თეთრამდე მოიმატა. ექსპერტები არასაიმედო პროგნოზებს აკეთებენ. სპეციალისტების თქმით, ფასის ზრდის განმაპირობებელი ძირითადი ფაქტორი გლობალურ ბაზრებზე მნიშვნელოვნად გაზრდილი ფასებია.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე, ვანო მთვრალაშვილის განცხადებით,საწვავზე ფასის ზრდის მიზეზი ლარის დევალვალვაცია არ არის.

„საწვავზე ფასი, საშუალოდ, გაზრდილი არის 7-10 თეთრით. მთავარი ფაქტორი, რის გამოც დღეს ადგილობრივ ბაზარზე დაიწყო ფასების კორექტირება მატების მიმართულებით, ეს გახლავთ სწორედ ის, რომ გლობალურ ბაზრებზე არის ფასები მნიშვნელოვნად გაზრდილი. აქვე უნდა ვთქვათ, რომ ლარი დოლართან მიმართებაში არის სტაბილური და რა თქმა უნდა, ეს მიმდინარე ეტაპზე არ არის ფაქტორი. ტენდენცია არ არის დამაიმედებელი. თუ ირანის გარეშემო ვითარების ესკალაცია კიდევ უფრო მეტად გაგრძელდა, რა თქმა უნდა, ეს იქნება განმაპირობებელი, რომ ნავთობის ფასი წავა“ - განაცხადა ვანო მთვრალაშვილმა.

საწვავის ღირებულების ზრიდს პარალელურად ეკონომისტი ზვიად ხორგუაშვილი ფასის ზრდას არ გამორიცხავს სხვა პროდუქტებზეც.

„არც ერთი ნაბიჯი არ იდგმება იმისთვის, რომ ბიზნესმა თავისი პროდუქცია გააიაფოს ან უფრო იაფი დაუჯდეს შემოტანა, უფრო იაფი დაუჯდეს აქ წარმოება, ან იაფი დაუჯდეს გაყიდვა. საერთო ჯამში, რა თქმა უნდა, თუ ასე გაგრძელდება და ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც მთავრობა არ გადადგამს ისეთ ნაბიჯებს, როგორიც არის გადასახადების შემცირება, რეგულაციების მოხსნა, საკუთრების დაცულობის გაზრდა, რა თქმა უნდა, არა მარტო კონკრეტულად ბენზინზე და გაზზე, არამედ ფასები გაიზრდება და იზრდება სხვა პროდუქციაზე. ბენზინზე ფასის ზრდა, რა თქმა უნდა, იწვევს ისეთ პროდუქტებზე ფასის ზრდას, როგორიც არის ნებისმიერი პროდუქტი დაკავშირებული ტრანსპორტირებასთან“ - განაცხადა ლევან ხორგუაშვილმა.





წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 73


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები