ეკონომიკა

საზღვარგარეთ საქართველოს ელჩები თბილისის ამბასადორიალზე შეიკრიბებიან

25.07.16 21:30


საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრა — ამბასადორიალი — თბილისში 26-29 ივლისს გაიმართება.

ამბასადორიალის ფარგლებშისაქართველოს საგარეო სამინისტროს ხელმძღვანელობა და დიპლომატები გაწეული საქმიანობას შეაფასებენ და მომავალი წლის სამუშაო გეგმებს დასახავენ.

ღონისძიების გახსნის ცერემონიაზე შეკრებილთ სიტყვით მიმართავენ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე.

ღონისძიებაში მონაწილეობას ასევე მიიღებენ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელები და საგანგებო დავალებათა ელჩები, ნათქვამიასაგარეო უწყების პრეს-სამსახურის განცხადებაში.

ამბასადორიალზე საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობას მიიღებენ უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი პიტერ სიიარტო და ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სუჯატა მეჰტასი.

წელს, პირველად, ამბასადორიალის ფარგლებში, ქართველი ელჩები ბიზნესმენებთან გამართავენ შეხვედრას. გარდა ამისა, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია დიპლომატებისათვის საქართველოს ტურისტული შესაძლებლობების შესახებ სპეციალურ პრეზენტაციას გამართავს.

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებთან შეხვედრები 15 წელია იმართება.

ამ ეტაპზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მსოფლიოს მასშტაბით 127 დიპლომატიური მისია აქვს.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 442


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები