ეკონომიკა

პრივატიზაციის მთელი პროცესი ელექტრონული გახდება

06.05.19 12:35


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, პრივატიზაციის მთელი პროცესი ელექტრონული გახდება.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, პრივატიზაციის პროცესი კიდევ უფრო გამჭვირვალე გახდება, რისთვისაც ეკონომიკის სამინისტროს მიერ მომზადებულია საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც უახლოეს დღეებშიმთავრობას წარედგინება.

"თითოეულ მოქალაქეს, ვინც შემოიტანს განაცხადს, ჩვენთან მოსვლის გარეშე, სახლიდან გაუსვლელად, შეეძლება ამოწმოს, თუ რა მსვლელობა მიეცემა მას. მთელი პროცესი - განაცხადის შეტანიდან, ვიდრე პრივატიზაცია არ დასრულდება, იქნება გამჭვირვალე. მსურველს ზუსტად ეცოდინება, რომ მაგალითად, სამ დღეში მას მიეცემა პასუხი - ექვემდებარება თუ არა ეს ქონება პრივატიზაციას და ა.შ.", - განმარტა ნათია თურნავამ.





წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები