მსოფლიო

გერმანიაში, ჯვრის ტარების გამო, ქართველ ქალს მუსულმანი მოკვლით დაემუქრა

26.07.16 15:55


გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში მცხოვრებ ქართველს ჯვრის ტარების გამო ახალგაზრდა მუსულმანი მამაკაცი მოკვლით დაემუქრა.

ირმა ბრეუერი, რომელიც წლებია გერმანიაში ოჯახთან ერთად ცხოვრობს, “კვირასთან“ ყვება, რომ შიდასაქალაქო ავტობუსით მგზავრობისას მას 30 წლამდე ასაკის მამაკაცი მიუახლოვდა, ყვირილი დაუწყო და ჯვრის ტარების გამო მოკვლით დაემუქრა.

ირმა ბრეუერი ამბობს, რომ ახალგაზრდა მამაკაცის ქცევის გამო ძალიან შეშინდა და პირველსავე გაჩერებაზე ჩავიდა.

“ავტობუსში ვიჯექი, ერთი ახალგაზრდა, დაახლოებით 30 წლის ბიჭი მომიახლოვდა, ჯვარი რომ შემნიშნა, ძალიან გაბრაზდა, ხან გერმანულ ენაზე მიყვიროდა, ხან სხვა – ჩემთვის გაუგებარ ენაზე, მოკვლით დამემუქრა და სახეში შემომაფურთხა. ძალიან შეგვეშინდა, მეც და მგზავრებსაც, კიდევ კარგი ბავშვი ბაღში დავტოვე, თორმე არ ვიცი, რა მოხდებდა, ბავშვს რომ ეს მუქარა მოესმინა…

მიყვიროდა, მაგრამ შიშისგან ვერაფერი ვუთხარი, მზის სათვალე გავიკეთე და ჩუმად ვიჯექი, ვიდრე ავტობუსი არ გაჩერდა. მერე ერთი შავკანიანი გოგონა ჩამომყვა, ბავშვი ახლდა თან, მითხრა, პოლიციაში დარეკე, მე მოწმედ დაგიდგები და ვეტყვი სამართალდამცველებს, რა და როგორ იყოო. პოლიციაში დავრეკე, 15-20 წუთს ველოდებოდით მე და ის გოგონა, მაგრამ ამაოდ – არავინ გამოჩენილა, დარწმუნებული ვარ, ავტობუსის ვიდეოკამერებმაც დააფიქსირეს, როგორ მომიახლოვდა ის მამაკაცი და როგორ მიყვიროდა. ამ ტერაქტების ფონზე დაუცველობის განცდამ მოგვიცვა, სამართალდამცველები ძალიან იშვიათად თუ შეგხვდებიან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ან თუ დგანან, სათანადოდ შეიარაღებულები არ არიან, არ ვიცით, რა უნდა ვქნათ“ , – განუცხადა „კვირას“ ირმა ბრეუერმა.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 388


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები