ეკონომიკა

ბოლო 2 კვირაში ბენზინი თითქმის 15 თეთრით გაძვირდა - ექსპერტები ხელისუფლებას აქციზის გადასახადის დაწევას ურჩევენ

10.05.19 11:00


ბენზინი უკანასკნელ 2 კვირაში თითქმის 15 თეთრით გაძვირდა.

პრემიუმის ფასი დღეს 2 ლარსა და 60 თეთრამდეა, რეგულარის კი 2 ლარი 45 თეთრი.

საწვავი თავის მხრივ ინფლაციის ძირითადი მდგენელია და ბენზინის გაძვირებას როგორც წესი, სხვა ყველაფრის გაძვირება მოსდევს ხოლმე.

სპეციალისტები საწვავის გაძვირებას საერთაშორისო ბაზარზე ნავთობპროდუქტებზე ფასების მატებას უკავშირებენ.

"ფასები საშუალოდ 15 თეთრითაა გაზრდილი ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე. არეაბრენდირებულ სადგურებზე ალბათ, კიდევ უფრო მომატებულია.

ფასების მატება უკავშირდება იმას, რომ ბოლო თვეების განმავლობაში გლობალურ ბაზრებზე არის საერთაშორისო ფასები მნიშვნელოვნად გაზრდილი ნავთობპროდუქტებზე. და სწორედ ამ გაზრდილი ფასების შედეგი გახლავთ ის, რომ ჩვენთან ფაქტიურად ბოლო თვეების განმავლობაში ფასების კორექტირება მოხდა რამდენჯერმე,“-განაცხადა „ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ“ ვანო მთვრალაშვილმა.

საერთაშორისო ფასების ზრდაზე საუბრობს ეკონომიკის ექსპერტი აკაკი ცომაიაც.

„საერთაშორისო ფასი იზრდება ბაზარზე, ეს მსოფლიო მოვლენაა და შესაბამისად მოცემულობაა. სახელმწიფოს თავისუფლად შეუძლია, რომ ძალიან მარტივად შეამციროს აქციზის გადასახადი. მართალია ბიუჯეტში საგადასახადო შემოსავალი შემცირდება მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს საგადასახადო შემოსავალი უფრო კარგ მიზნებს ვერანაირად ვერ მოხმარდება და სჯობს რომ აქციზის გადასახადი მნიშვნელოვნად შემცირდეს და ამ შემთხვევაში საწვავზე ფასიც მნიშვნელოვნად შემცირდება,“-განაცხადა აკაკი ცომაიამ.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები