მსოფლიო

ერევანში მასიური არეულობების მოწყობისათვის ექვსი ადამიანია დაკავებული

26.07.16 16:25


სომხეთის ექვს მოქალაქეს წარედგინა ბრალი სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში 20 ივლისს ერევანში ხორენაცის ქუჩაზე მომხდარ მასიურ არეულობებთან დაკავშირებით. იტყობინება Sputnik- სომხეთი
ქვეყნის საგამოძიებო კომიტეტზე დაყრდნობით.

გამოძიების მონაცემებით, პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებების შედეგად, 20 ივლისს, ხორენაცის ქუჩაზე, საავადმყოფოს დახმარებისათვის 62-მა ადამიანმა მიმართა, რომელთა შორის 37 პოლიციელია და 25 — სამოქალაქო პირი.

დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. მიმდინარეობს გამოძიება სხეულის დაზიანების გარემოებების გასარკვევად, ზუსტდება არეულობების შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობა.

20 ივლისის ღამეს შეტაკებები მოხდა პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის.

სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც დემონსტრანტებმა მოითხოვეს პოლიციის შენობაში გამაგრებული შეიარაღებული პირების და მათი მძევლების კვების საკითხის გადაწყვეტა.

სისხლის სამართლის საქმე აღძრული სსკ 225-ე მუხლის მეორე ნაწილით, რომელიც მასობრივი არეულობების მოწყობას ეხება, გრძელდება.

17 ივლისის დილას შეიარაღებულ პირთა ჯგუფმა საპატრულო-საგუშაგო პოლიციის შენობა დაიკავა, იარაღის უკანონოდ შეძენისა და შენახვის ბრალდებით დაკავებული ოპოზიციური სამოქალაქო ინიციატივის „დამფუძნებელი პარლამენტი“ კოორდინატორის ჟირაირა სეფილიანის განთავისუფლების მოთხოვნით.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 415


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები