ეკონომიკა

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელი საქართველოს მაისში ეწვევა

10.05.19 11:30


საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) დირექტორი კრისტინ ლაგარდი საქართველოს 21 მაისს ეწვევა, განაცხადა სფფ-ს წარმომადგენელმა ჯერი რაისმა ჟურნალისტებთან ბრიფინგზე.

ამჟამად საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია საქართველოში მორიგი, მეოთხე მიმოხილვის მომზადების ფარგლებში იმყოფება.

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს მორიგი ტრანში დაუმტკიცა.

„16 მაისს ქალბატონი ლაგარდი ყაზახეთში გაემგზავრება, სადაც მონაწილეობას მიიღებს ეკონომიკურ ფორუმსა და მრგვალ მაგიდაში.

შემდგომ იგი უზბეკეთში გაემგზავრება, სადაც, კერძოდ, ქვეყნის პრეზიდენტს შეხვდება. შემდეგ საქართველოში გაემგზავრება. თბილისს იგი 21 მაისს ეწვევა", - განაცხადა რაისმა.

საქართველოში ეკონომიკური რეფორმების მხარდაჭერაზე ორიენტირებული ახალი სამწლიანი პროგრამა საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 2017 წლის აპრილში დაამტკიცა. შეთანხმება გულისხმობს საქართველოსთვის დაახლოებით 297,5 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფას, საიდანაც 166,3 მილიონ დოლარზე მეტი საქართველომ უკვე მიიღო.

დარჩენილ თანხას საქართველო სამი ნახევარწლიანი მიმოხილვის წარმატებით დასრულების პირობით წელიწად-ნახევრის განმავლობაში მიიღებს.

სსფ-ის პრეზიდენტი საქართველოში 2005 წელს იმყოფებოდა, როდესაც ფონდის მაშინდელმა დირექტორმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და მსოფლიო ბანკთან არსებული ჰოლანდიური ჯგუფის წევრ-ქვეყნების ფინანსთა მინისტრების და სახელმწიფო ბანკების მმართველების ყოველწლიურ სამუშაო შეხვედრაში.




წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები