საზოგადოება

პრემიერი - მახათას მთა გადაიქცევა ერთ-ერთ ყველაზე დიდ ღირსშესანიშნაობად და საყვარელ ადგილად

13.05.19 10:15


სამწუხაროდ, მახათას მთაზე შეიქმნა აუდიო და ვიდეო გადაცემის ტექნიკური პრობლემა. მე მაქვს გულითადი სურვილი, რომ გადავცე ჩემი ემოცია და დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ ჩვენს საზოგადოებას,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომელიც მას შემდეგ დაიგეგმა, რაც მახათას მთაზე პრემიერის სიტყვით გამოსვლისას, სავარაუდოდ, ტექნიკური ხარვეზი დაფიქსირდა.

„სამწუხაროდ, მახათას მთაზე შეიქმნა აუდიო და ვიდეო გადაცემის ტექნიკური პრობლემა. მე მაქვს გულითადი სურვილი რომ გადავცე ჩემი ემოცია და დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ ჩვენს საზოგადოებას.

მსურს ყველას მივულოცო კიდევ ერთხელ დღევანდელი დღე. ეს დღე მართლაც არის განსაკუთრებული ერის ისტორიაში. ჩვენ აღვნიშნავთ ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღეს. ამასთან, დღეს აღევლინა ლოცვა ძალიან მნიშვნელოვან ტაძარში , რომელიც აშენდა მთელი ერის მიერ. ასევე, იცით, რომ აღვნიშვნავთ ანდრია მოციქულის დღეს და იმედის დღეს. მსურს საზოგადოებას კიდევ ერთხელ მივულოცო ეს ბრწინვალე დღესასწაული.

დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, როდესაც ერს აქვს სულისკვეთება, როცა არის თითოეული ადამიანის ძალისხმევის გაერთიანება, ჩვენ შეგვიძლია ბევრი რამის გაკეთება. ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, რომ უახლოეს პერიოდში ჩვენ ამავე ტერიტორიაზე დავიწყებთ ახალი საგანმანათლებლო-კულუტურული ცენტრის მუზეუმის მშენებლობას და ავაშენებთ სამეცნიერო-კვლევით ცენტრსაც. ამ მუზეუმში იქნება შესაძლებლობა რომ ჩვენ მოვახდინოთ დემონსტირება ყველაზე დიდი სიმდიდრის, რაც ჩვენ გვაქვს- ეს არის ჩვენი ეროვნული საგანძური.

დარწმუნებული ვარ, რომ ამის რეალიზაციის შედეგად მახათას მთა გადაიქცევა ერთ-ერთ ყველაზე დიდ ღირსშესანიშნაობად და საყვარელ ადგილად“,- განაცხადა ბახტაძემ.





წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები