პოლიტიკა

გიორგი მარგველაშვილი: შესაძლებელია, საქართველოს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი პერსპექტივები გაეხსნას

26.07.16 16:55


ბრექსიტის შედეგები გავლენას მოახდენს ევროპის პოლიტიკაზე პარტნიორებთან და შესაძლებელია, საქართველოს ძალიან საინტერესო პერსპექტივები გაეხსნას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „ამბასადორიალი 2016“-ზე სიტყვით გამოსვლისას ევროკავშირთან ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებზე საუბრისას განაცხადა.

“ევროინტეგრაციის პროცესი არ ნიშნავს ურთიერთობებს მხოლოდ ბრიუსელთან და ევროსტრუქტურებთან. მნიშვნელოვანია მუდმივი თანამშრომლობის გაღრმავება ევროპის ყველა დედაქალაქთან. თანამშრომლობის და ჩართულობის ფორმატი უნდა გავააქტიუროთ, ასევე ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებთან და ვიშეგრადის ოთხეულთან.

ამასთან ერთად, მნიშვნელოვანია აქტიურად დავაკვირდეთ იმ პროცესებს, რაც წარიმართება ევროკავშირში, იმ შედეგებს ბრიტანეთის რეფერენდუმისა, რომელიც ბუნებრივია, გავლენას მოახდენს ევროპის პოლიტიკაზე თავის უახლოეს პარტნიორებთან და ამ თვალსაზრისით, შესაძლებელია, საქართველოს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი პერსპექტივები გაეხსნას”, – განაცხადა პრეზიდენტმა.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 433


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები