საზოგადოება

რიოს ოლიმპიადაზე ქართველმა ძიუდოისტებმა, შესაძლოა, შვიდი მედალი მოიპოვონ

26.07.16 17:05


საქართველოს ძიუდოს ოლიმპიურმა ნაკრებმა რიოს ოლიმპიადაზე, შესაძლოა, შვიდი ოქროს მედალი მოიპოვოს, განაცხადა Sputnik-თან საუბრისას ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა ირაკლი უზნაძემ.

ყაზანში გამართულ ბოლო ევროპის ჩემპიონატზე, ქართველმა ძიუდოისტებმა ორი ოქრო, ორი ვერცხლი და ორი ბრინჯაო მოიპოვეს. ამასთან, საქართველოს ნაკრებმა გუნდური ტურნირი მოიგო.

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა რიოს ოლიმპიადაზე:

ამირან პაპინაშვილი (-60 კგ)

ვაჟა მარგველაშვილი (-66 კგ)

ლაშა შავდათუაშვილი (-73 კგ)

ავთო ჭრიკიშვილი (-81 კგ)

ვარლამ ლიპარტელიანი (-90 კგ)

ბექა ღვინიაშვილი (-100 კგ)

ადამ ოქრუაშვილი (+100 კგ)


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 442


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები