ეკონომიკა

საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს 40 მილიონ დოლარს გამოუყოფს

13.05.19 15:45


საერთაშორისო სავალუტო ფონდის საქართველოში ორკვირიანი ვიზიტი მისიის ხელმძღვანელმა, მერსედეს ვერა-მარტინმა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ და ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა შეაჯამეს.

საქართველო საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან დაახლოებით 40 მილიონ აშშ დოლარს მიიღებს, – ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მისიის ხელმძღვანელმა, მერსედეს ვერა-მარტინმა განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყნის მიერ მიმდინარე პროგრამის ფარგლებში ათვისებული თანხების მოცულობა 210 მილიონ აშშ დოლარს მიაღწევს.

საერთაშორისო სავალუტო ფონდთან (სსფ) ჩვენი პროგრამის მეოთხე მიმოხილვის წარმატებით დასრულებაზე შევთანხმდით, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.

მისი თქმით, „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით” საქართველოში მიმდინარე პროგრამა ერთ-ერთი საუკეთესოა და მთლიანად ეყრდნობა საქართველოს მთავრობის რეფორმების დღის წესრგის.

„საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის დაწყებიდან დღემდე, ჩვენ დავადასტურეთ პრინციპულობა იმ ძირითადი ფისკალური პოლიტიკის მიმართ, რომელიც მიზნად დავისახეთ ჩვენს პარტნიორებთან ერთად. პროგრამის დასრულებამდე ერთი წლით ადრე, დღეს უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ზემოთ ჩამოთვლილი მიზნები წარმატებით განხორციელდა“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა, „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის“ მიმდინარე პროგრამის ფარგლებში ეროვნულმა ბანკმა პროგრამით გათვალისწინებული ყველა კრიტერიუმი შეასრულა. მისი განცხადებით, მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებში დადებითი ტენდენციები გრძელდება, რაც სწორ მაკროეკონომიკურ პოლიტიკას უსვამს ხაზს.

მისივე თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის შეფასებით, ეროვნული ბანკის მიერ გატარებული მონეტარული პოლიტიკა ადეკვატურია და არსებულ ვითარებას შეესაბამება.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები