ეკონომიკა

თურნავა: დაგეგმილი გვაქვს, რომ ენგურვარდნილი გავიყვანოთ მთლიანად თავის დადგმულ საპროექტო სიმძლავრეზე

13.05.19 18:00


საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, უწყებას აქვს გეგმა აქტიური ტემპით გაგრძელდეს ენგურვარდნილის კასკადის რეაბილიტაცია.

„ჩვენ გვაქვს გეგმა, აქტიური ტემპით გავაგრძელოთ ენგურვარდნილის კასკადის რეაბილიტაცია. პირველი ეტაპი 2016 წელს დასრულდა, ახლა დაგეგმილიგვაქვს და ვიწყებთ კვლევას, რომ ენგურვარდნილი გავიყვანოთ მთლიანად თავის დადგმულ საპროექტო სიმძლავრეზე, ისე, როგორც ეს იყო ჩაფიქრებული ჯერკიდევ წინა საუკუნის 70-იან წლებში - 1640 მეგავატი“, - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, რომელმაც დღეს ენგურჰესი პირადად დაათვალიერა, კერძოდ, თაღოვანი კაშხალი და მისი მიმდებარე ტერიტორია. მინისტრი სამეგრელო-ზემო სვანეთისგუბარნატორ ალექსანდრე მოწერელიასა და "ენგურჰესის" დირექტორთან ლევან მებონიასთან ერთად ადგილზე გაეცნო ენგურჰესის მუშაობას.

ნათია თურნავას ინფორმაციით, პირვანდელი სახით აღდგება მთლიანად ენგურვარდნილის კასკადი. „ამისთვის ვიწყებთ კონკრეტულ სამუშაოებს, ეს არისმართლაც ისტორიული მომენტი, ენერგეტიკოსების ბევრი თაობის ნატვრა - ენგურვარდნილის კასკადი აღდგეს თავისი პირვანდელი ფორმით და მოემსახუროსსრულიად საქართველოს“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ვარდნილიჰესის კასკადი ოთხი ჰესისაგან შედგება. მათ შორის ერთი მუშა მდგომარეობაშია, #1,2 და 3 კი გაძარცულ მდგომარეობაში. თითოეული მათგანისდადგმული სიმძლავრე იყო 40 მგვტ. თითო სადგურში ორი აგრეგატი იყო, 20 მგვტ სიმძლავრით. სამივე სადგურის დადგმული სიმძლავრე იყო 120 მგვტ დასაპროექტო გამომუშავება შეადგენდა 390 მლნკვტ.სთ-ს. აღნიშნული ჰესები განთავსებულია აფხაზეთში. 1990 -იან წლებში სამივე სადგური სრულად იქნაგაძაცული. სამივე ჰესის სარეაბილიტაციო სამუშაოების სავარაუდო ღირებულება შეადგენს დაახლოებით 80 -85 მლნ დოლარს (ღირებულება დაზუსტდებაპროექტრების სტადიაზე).

საქართველოს მთავრობამ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან გააფორმა საკრედიტო ხელშეკრულება, რომელიც ენგურჰესზე 2018-2021წლებში დამასრულებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების დაფინანსებას ითვალისწინებს. აღნიშნული პროექტის ფარგლებში იგეგმება ენგურის სადაწნეოგვირაბის რეაბილიტაცია, ჰიდრომექანიკური და ელექტრომექანიკური სამუშაოები, ასევე ენგურის წყალსაცავიდან დანალექი მასების ამოღება.





წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 82


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები