პოლიტიკა

მამუკა ბახტაძე ევროკომისიის პრეზიდენტს ჟან კლოდ იუნკერს შეხვდება

14.05.19 12:15


საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, ბრიუსელში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ მაღალი დონის კონფერენციას ესწრება.

მამუკა ბახტაძე მონაწილეობას მიიღებს პანელურ დისკუდიაში - „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მომავალი, ძლიერი ეკონომიკის, მმართველობის, კავშირებისა და საზოგადოების პირობებში“.

ასევე, გამართავს ორმხრივ შეხვედრებს, მათ შორის ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან კლოდ იუნკერთან და სხვა ლიდერებთან.

კონფერენციას, რომელიც ევროკომისიის შენობაში იმართება, ჟან კლოდ იუნკერი უმასპინძლებს.

კონფერენციას ესწრებიან, პარტნიორი ქვეყნების სახელმწიფოს მთავრობის მეთაურები, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, ბიზნეს-ლიდერები, ახალგაზრდები და ჟურნალისტები 34 ქვეყნიდან.

ასევე, მონაწილეებს შორის არიან: ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი/ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ფედერიკა მოგერინი, ევროკომისარი იოჰანეს ჰანი და ევროკომისარი ვაჭრობის საკითხებში სესილია მალმსტრომი.

ცნობისთვის, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილისადმი გამართული ღონისძიებების ფარგლებში, რომელიც ბრიუსელში მიმდინარეობს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი უკვე დაესწრო „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ საგარეო საქმეთა მინისტრების ყოველწლიურ შეხვედრას. როგორც მან "ინტერპრესნიუსს" შეხვედრის კომენტირებისას განუცხადა, ქართული მხარე მაქსიმალურად იყენებს ყველა ფორმატს, რათა ქვეყანა ევროკავშირში ინტეგრაციის მიზნის მისაღწევად მოამზადოს.

გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ევროპული საბჭოს პრეზიდენტს დონალდ ტუსკს შეხვდა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების სახელმწიფოს მეთაურებისთვის გამართულ სადღესასწაულო სადილს დაესწრო.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები