მსოფლიო

აზერბაიჯანის და სომხეთის ლიდერები ერთმანეთს შეხვდნენ

14.05.19 12:45


სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, ბრიუსელში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ღონისძიების ფარგლებში ხანმოკლე შეხვედრა გამართეს.

როგორც სომხეთის პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა, ალიევთან საუბარი მიმდინარე საკითხებს შეეხო.

„გეგმები ჯერჯერობით არ არსებობს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მოლაპარაკებათა პროცესი გაგრძელდება“,-აღნიშნა ფაშინიანმა.

მისი თქმით, „კონფლიქტის მოგვარება მთიანი ყარაბაღის გარეშე შეუძლებელია“.

ალიევის და ფაშინიანის პირველი ოფიციალური შეხვედრა ვენაში, 29 მარტს გაიმართა.

მხარეებმა ჰუმანიტარული ხასიათის რიგი ინიციატივის განხორციელებაზე შეთანხმდნენ.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 244


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები