ეკონომიკა
14.05.19 15:15
,,ჩხოროწყუჰესის" გენერატორის რეაბილიტაცია დასრულდა, რის შედეგადაც 6-მეგავატიანი ჰესის გამომუშავება დადგმულ საპროექტო გამომუშავებას მაქსიმალურად მიუახლოვდა, ნათქვამია ქართული ელექტროგამანაწილებელი კომპანია Energo-Pro Georgia-ს განცხადებაში, რომელიც ელექტროენერგიით პრაქტიკულად მთელ ქვეყანას ამარაგებს.
„ჩხოროწყუჰესის" აგრეგატის რეკონსტრუქცია 2017 წელს დაიწყო. ამ დროის განმავლობაში მუშაობდა ჰიდროელექტროსადგურზე არსებული მხოლოდ ერთი აგრეგატი, რომელიც დაახლოებით 2,6 მგვტ სიმძლავრეზე მუშაობდა.
„1967 წლიდან, ანუ მას შემდეგ, რაც ჰესი გაეშვა ექსპლუატაციაში, აგრეგატის ასეთი მასშტაბური და სრული რეაბილიტაცია არ მომხდარა.
დამონტაჟდა თანამედროვე მართვის და მონიტორინგის სისტემა (SCADA), ასევე თანამედროვე სარელეო დაცვები და გამოიცვალა სხვა დეტალები და კვანძები, რომლებიც აუცილებელია, ჰიდროაგრეგატის გამართული და ეფექტური მუშაობისთვის" - განაცხადა ,,ენერგო-პრო ჯორჯია გენერაციის" ჰესების ექსპლუატაციის, დიაგნოსტიკის და პროფილაქტიკის დეპარტამენტის უფროსმა ლევან საჩალელმა.
საჭირო დეტალები, რომლითაც მოხდა გენერატორის სრული რეკონსტრუქცია, დაპროექტებულია ევროპაში. ნაწილები საქართველოში შემოიტანეს და გენერატორის აწყობა მოხდა ადგილზე, უცხოელი სპეციალისტების მიერ.
პროექტის განხორციელებისთვის კომპანიამ 2,2 მლნ ლარზე მეტი დახარჯა.
ჰესი სოფელ ჩხოროწყუში, მდინარე ხობისწყალზე აშენდა.
ჰიდროელექტროსადგური ექსპლუატაციაში 1967 წელს ჩაეშვა.
დღევანდელი მდგომარეობით Energo-Pro Georgia-ს საკუთრებაში შედის სამი სადისტრიბუციო ენერგოკომპანიაა — „საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანია" (UEDC) (780 ათასი მომხმარებელი), „აჭარის ენერგოკომპანია" (95 ათასი მომხმარებელი), „კახეთის ელექტროდისტრიბუცია (130 ათასი მომხმარებელი) და 10 ჰესი. კომპანია Energo-Pro Georgia-ს დაფარვის არეალი ქვეყნის ტერიტორიის 90%-ს მოიცავს, ხოლო აბონენტების რიცხვი დაახლოებით ერთ მილიონს შეადგენს.
წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/
წაკითხულია : 280
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
კახა კალაძე - სტადიონის მშენებლობაზე პრემიერ-მინისტრის ინიციატივა მეგაპროექტია
13:5224.04.24
-
პაატა მანჯგალაძე - 29 აპრილს, „ქართული ოცნების“ შეკრება იქნება მიკროავტობუსების აქცია
13:3024.04.24
-
13:1024.04.24
-
12:4724.04.24
-
შალვა პაპუაშვილი: ბოლო დროს გვიკრძალავენ დისკუსიას, ფიქრს, განხილვას
11:4024.04.24
-
ოთარ შამუგია სამეგრელოში მეთხილე ფერმერებს შეხვდა
11:2124.04.24
-
10:5924.04.24
-
რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე თანამდებობიდან გადააყენეს
10:3724.04.24
-
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატებთან გასაუბრება გაიმართა
10:0024.04.24
-
8:5224.04.24
-
ეკა სეფაშვილი თურქმენეთის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა
18:0023.04.24
-
სურსათის სააგენტომ ქათმის ფილეს ნიმუშებში სალმონელოზი გამოავლინა
17:4123.04.24
-
17:1823.04.24
-
17:0023.04.24
-
სოზარ სუბარი: ჩვენ გვჭირდება კონსტიტუციით განვამტკიცოთ ქართველობა, ჩვენი ეროვნულობა
16:3623.04.24
-
სახალხო დამცველმა გენდერული კვოტების გაუქმებასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე ეუთო/ოდირს მიმართა
16:1623.04.24
-
15:5323.04.24
-
პრემიერი - ჩვენ გვაქვს 60%-ზე მეტი რეიტინგი
15:3023.04.24
-
15:1023.04.24
-
14:4523.04.24
-
თეა წულუკიანი ქართული სპორტის მუზეუმის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო
14:2623.04.24
-
14:0023.04.24
-
13:3523.04.24
-
13:1523.04.24
-
საქსტატი - 2024 წლის პირველ კვარტალში თბილისში უძრავი ქონების ფასი გაიზარდა
12:4823.04.24
-
ავტომანქანის ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს
12:2723.04.24
-
11:4423.04.24
-
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს შეხვდა
11:1223.04.24
-
10:4023.04.24
-
10:0023.04.24
-
7:5623.04.24
-
18:0022.04.24
-
17:4022.04.24
-
17:2022.04.24
-
16:5722.04.24
-
ირაკლი კობახიძემ თბილისში ახალი სტადიონის მშენებლობა დააანონსა
16:2522.04.24