პოლიტიკა

პარლამენტი თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე მსჯელობს

14.05.19 17:15


პარლამენტი 2017 წლის 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე მსჯელობს.

ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მომზადებულ დადგენილების პროექტს დეპუტატებს სალომე სამადაშვილი აცნობს.

“ნაციონალური მოძრაობის“ შეფასებით, საზოგადოებასა და დაზარალებულებს აქვთ საფუძვლიანი კითხვები და უნდობლობა გამოძიების მიმართ, რომელსაც სათანადო სამართლებრივი რეაგირება დღემდე არ მოუხდენია. ოპოზიციური ფრაქციის აზრით, პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ უნდა უზრუნველყოს არსებულ კითხვებზე პასუხების გაცემა და საქმის სრულყოფილი გამოძიება.

შესაბამისად, დადგენილების პროექტის ძირითად არსს წარმოადგენს პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის გამოძიება. ინიციატორთა შეფასებით, იკვეთება სახელმწიფო ორგანოს, თანამდებობის პირების კანონსაწინააღმდეგო ქმედებები, რომლის შედეგადაც თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფა მოხდა.





წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 280


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები