პოლიტიკა

ზუგდიდში სანდრა რულოვსზე განხორიციელებულ თავდასხმაში მონაწილე გელა კვარაცხელია დააკავეს

14.05.19 17:30


ზუგდიდში ოპოზიციის მერობის კანდიდატზე და მის მხარდამჭერებზე დღეს მომხდარ თავდასხმაში მონაწილე პირი გელა კვარაცხელია.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით აწარმოებს, რაც ძალადობას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ სანდრა რულოვსსა და მის მხარდამჭერებს დღეს დადიანების სასახლეში სუს-ის მიერ მიგზავნილი პროვოკატორები დაესხნენ თავს და მათ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენს.

პროვოკაციაში მონაწილე პირები არა ერთხელ იყვნენ შემჩნეულნი სხვადასხვა არეულობების მოწყობაში, რომელიც ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანიის ჩაშლას ემსახურებოდა, ამიტომ მათი იდენტიფიცირება თავად ოპოზიციის წევრებმა მოახდინეს.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 334


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები