პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთს დღეს ეწვევა

15.05.19 10:45


საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე 15-16 მაისს ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთს ეწვევა, რომლის ფარგლებში გაიმართება შეხვედრები ყაზახეთის პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრსა და სენატის თავმჯდომარესთან.

მთავრობის მეთაური მონაწილეობას მიიღებს ეკონომიკური ფორუმის გახსნაში, რომელსაც ყაზახეთის დედაქალაქი უმასპინძლებს.

„ყაზახეთი არის ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორი, მეგობარი ქვეყანა. ჩვენ გვექნება ახალი ინიციატივები, ასევე განვიხილავთ ძალიან ბევრ საკითხს, რომელიც შეეხება პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო, ლოგისტიკურ სექტორსა და ჰუმანიტარულ სფეროში ურთიერთობებს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 82


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები