პოლიტიკა

გიორგი გახარიას და ტოივო კლაარის შეხვედრაზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე გამახვილდა ყურადღება

15.05.19 11:00


საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი, გიორგი გახარია სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს, ტოივო კლაარს შეხვდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში უსაფრთხოების სფეროში არსებულ გამოწვევებსა და ამ მიმართულებით, ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

მათივე ცნობით, გიორგი გახარიამ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე ვითარებაზე.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა, საოკუპაციო ძალების მიერ, ოკუპაციის ხაზზე თავისუფალი გადაადგილების უკანონო შეზღუდვის პრობლემას და ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით ადგილობრივი მოსახლეობის უკანონო დაკავების ფაქტებს.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის ეფექტიან ფუნქციონირებას და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ოფისთან ამ უწყების თანამშრომლობას.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები