პოლიტიკა

ზაზა გაბუნია შავი ზღვის საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტების მუშაობაში მონაწილეობს

15.05.19 14:00


რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია შავი ზღვის საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტების მუშაობაში მონაწილეობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, პოლიტიკურ და სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის 53-ე და ეკონომიკურ სავაჭრო ტექნოლოგიურ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის 52-ე სხდომები, რომელშიც მონაწილეობას შავი ზღვის რეგიონის 9 ქვეყნის 40-მდე კანონმდებელი იღებს, ქალაქ ბათუმში იმართება.

ასამბლეის დღის წესრიგის მიხედვით, ორი დღის განმავლობაში კანონმდებლები პოლიტიკურ-ეკონომიკურ, სავაჭრო და გარემოს დაცვით საკითხებზე იმსჯელებენ და დისკუსიას გამართავენ. ასამბლეა მუშაობას 16 მაისს დაასრულებს.





წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 343


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები