ეკონომიკა

საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობა გაიზარდა

15.05.19 14:15


საქართველოში 2019 წლის აპრილში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 137.1 მლნ აშშ დოლარი (369.4 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 10.1 პროცენტით (12.6 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2018 წლის აპრილის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 93.7 პროცენტი იმ 17 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ აპრილში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 17 ქვეყანაზე გასული წლის აპრილში მთელი ფულადი გზავნილების 93.5 პროცენტი მოდიოდა.

ფულად გზავნილებში პირველ ადგილს რუსეთის ფედერაცია იკავებს, საიდანაც მიმდინარე წლის აპრილში საქართველოში 34.35 მლნ დოლარის ფულადი გზავნილი განხორციელდა.

რაც შეეხება დანარჩენ ქვეყნებს, პირველი ხუთეული ასე გამოიყურება: რუსეთი, – 34.35 მლნ აშშ დოლარი, იტალია – 18.44 მლნ აშშ დოლარი, საბერძნეთი – 16.34 მლნ აშშ დოლარი, აშშ – 14.68 მლნ აშშ დოლარი, ისრაელი – 13.33 მლნ აშშ დოლარი.

ამასთან, 2019 წლის აპრილში საქართველოდან საზღვარგარეთ 19.1 მლნ აშშ დოლარი (51.5 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 18.5 მლნ აშშ დოლარისა (45.0 მლნ ლარისა) 2018 წლის აპრილში.





წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 253


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები