პოლიტიკა

ივნისის ბოლომდე, თბილისში კიდევ 40 ახალი მუნიციპალური ავტობუსი დაიწყებს მგზავრების გადაყვანას

15.05.19 14:30


მიმდინარე წლის ივნისის ბოლომდე, თბილისში კიდევ 40 ახალი მუნიციპალური ავტობუსი დაიწყებს მგზავრების გადაყვანას. ამის შესახებ განცხადება დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გააკეთა. მისივე განცხადებით, 220 ახალი რვამეტრიანი ავტობუსი თბილისში წლის ბოლოსთვის შემოვა:

„90 ერთეული ავტობუსი შევისყიდეთ. 50 უკვე თბილისშია და ემსახურება მოსახლეობას, ხოლო დანარჩენი 40 ერთეული ივნისის ბოლომდე იქნება მოწოდებული და დაიწყებს ხაზებზე მუშაობას. რაც შეეხება რვამეტრიან ავტობუსებს, 220 ერთეული „ისუზუს“ მარკის ავტობუსი წლის ბოლოსთვის შემოვა ქალაქში. ყვითელი ავტობუსები, რომელიც უმძიმეს მდომარეობაშია, გვინდა, ძალიან მალე მთლიანად შევცვალოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები