საზოგადოება

ჩუღურეთის რაიონში ახალი სკვერი გაიხსნა

26.07.16 18:15


რაიონის გამგებელი, ზურაბ ჩიკვილაძე ვეშაპურის ქუჩის მცხოვრებ მოქალაქეებს შეხვდა და აღნიშნულ ტერიტორიაზე სკვერის კეთილმოწყობის პროექტი გააცნო.

პროექტის ფარგლებში, სკვერის ტერიტორიაზე მოეწყობა ბორდიურები და დეკორატიული ფილები, დაიდგმება სკამები და ურნები, ხოლო პატარებისთვის კი, დამონტაჟდება სათამაშო ატრაქციონი.

“სკვერის დაპროექტებისას მოქალაქეების ყველა მოთხოვნა გავითვალისწინეთ, ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული მათგანის ჩართულობა ქალაქის გალამაზებაში.

სამუშაოები დაწყებულია და სექტემბრის თვეში დასრულდება. ამ ქუჩაზე სხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოებიც განვახორციელეთ, კერძოდ, ქუჩაზე მოწესრიგადა სანიაღვრე სისტემა და დავაგეთ ბაზალტის ქვაფენილი“ - განაცხადა ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა, ზურაბ ჩიკვილაძემ.

ამ დროისთვის, ჩუღურეთის რაიონში 10 სკვერის რეაბილიტაცია უკვე დასრულდა, ხოლო წლის ბოლომდე დაგეგმილია 20 სკვერის აღდგენა-რეაბილიტაცია.


წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 397


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები