პოლიტიკა

ნინო ბურჯანაძე ფრანგ პარლამენტარებს შეხვდა

15.05.19 18:00


საქართველოში საფრანგეთის საელჩოს ორგანიზებით, საფრანგეთის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.

„დემოკრატიული მოძრაობის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე, საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერები და არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ხელმძღვანელი ეკა გიგაური.

როგორც „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი, ნინო ბურჯანაძე აღნიშნავს, ფრანგი სტუმრები დაინტერესდნენ თუ როგორ აფასებდნენ ოპოზიციის ლიდერები საქართველოში მიმდინარე პროცესებს.

როგორც „დემოკრატიული მოძრაობის“ ინფორმაციაშია აღნიშნული, საუბარში ლიდერებმა გამოყვეს - არაფორმალური მმართველობა, უსამართლო საარჩევო სისტემა და ხელისუფლების მხრიდან სასამართლოსა და მედიის მიმართ ზეწოლა.

„ხაზი გაესვა იმ ფაქტს თუ რამდენად მნიშვნელოვანია ოპოზიციური სპექტრისთვის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს დემოკრატიულ და სამართლიან გარემოში და ისევ არ განმეორდეს ის უმძიმესი დარღვევები, რაც ყველა წინა არჩევნების დროს იქნა გამოვლენილი. ამ საკითხთან დაკავშირებით, „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ საფრანგეთის მხარეს თხოვა, საერთაშორისო თანამეგობრობამ და განსაკუთრებით საფრანგეთის სახელმწიფომ უფრო აქტიურად დაუჭიროს მხარი საქართველოში დემოკრატიის განვითარების აუცილებელ პროცესებს. ნინო ბურჯანაძის განცხადებით, საფრანგეთმა, რომელიც საქართველოს დიდი ხნის პარტნიორია უფრო ხმამაღლა გააჟღეროს ის პრობლემები, რომელიც აღნიშნულია ვენეციის კომისიის, ეუთოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებსა და რეკომენდაციებში და რომელთა სრულ იგნორირებას ახდენს საქართველოს ხელისუფლება“, - აღნიშნულია „დემოკრატიული მოძრაობის“ ინფორმაციაში.

შეხვედრის ბოლოს მხარეებმა სურვილი გამოთქვეს საქართველოსა და საფრანგეთს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს.





წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 46


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები