პოლიტიკა

ქობულიას ცნობით, რაინეარმა ფრენები 2020 წლიდან უნდა დაიწყოს

16.05.19 10:45


ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ ნეტგაზეთს უთხრა, რომ ეკონომიკის სამინისტრო რაინეართან ხელშეკრულების გაფორმების საკითხზე მუშაობს და ავიაკომპანია რეისებს უკვე 2020 წლიდან განახორციელებს.

ქობულიას თქმითვე, კომპანიათან შეთანხმების პროცესი მისი მინისტრად მუშაობის პერიოდში დაიწყო. “რაინეართან ხელშეკრულება გაფორმების სტადიაშია და 2020 წლიდან შეუდგებიან [საქმიანობას].”

ინფორმაციის გადასამოწმებლად ნეტგაზეთი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაუკავშირდა, უწყებისგან პასუხს ამ დრომდე ველოდებით.

2019 წლის თებერვალში ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ აკაკი საღირაშვილმა განაცხადა, რომ “რაინეარი” 2013 წელს თითო მგზავრზე 75-ევროიან სუბსიდირებას ითხოვდა, რის გამოც საქართველოს მთავრობამ ირლანდიურ ავიაკომპანიას კონტრაქტი არ გაუფორმა.

საღირაშვილს არ დაეთანხმება “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიორგი კანდელაკი, რომელიც ამბობს, რომ “რაინიართან” კონტრაქტის გაფორმების შემთხვევაში ქუთაისის აეროპორტში მგზავრთა ნაკადი 2 მილიონამდე გაიზრდება.



წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 55


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები