საზოგადოება

„საზოგადოება იმსახურებს, იცოდეს, რა განსაკუთრებული დამსახურებისთვის ხდება საპროცესო გარიგება, თუ ხდება ასეთი“

26.07.16 18:25


ჩვენი საზოგადოება იმსახურებს, იცოდეს, რა განსაკუთრებული დამსახურებისთვის ხდება საპროცესო გარიგება იმ ადამიანებთან, რომლებიც ძალიან დიდ საფრთხეს წარმოადგენენ, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაზე დაკავებულ პირებთან საპროცესო შეთანხმების შესაძლო გაფორმებასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ხიდაშელმა ჟურნალისტებს განუცხადა, მისთვის წამოუდგენელია გამოძიების დასრულებამდე, მსგავსი გადაწყვეტილების მიღება.

„მოთმინებით ველოდები პროკურატურაში გამოძიების დასრულებას, ერთი მხრივ, მუქარებზე, რომელსაც ჩვენ თვეების განმავლობაში ვისმენდით სხვადასხვა ფორმით – ხან ვიდეო გრაფიკის, ხან კი სხვა ფორმით დამ მეორე მხრივმ გავრცელებულ ვიდეომასალაზე. წარმოუდგენლად მეჩვენება, რომ ვიდრე არ არის ბოლო წერტილი დასმული, ვიდრე ყველა არ არის დაკავებული, ქვეყანაში უზრუნველყოფილი არ არის ვიდეოფირების ტერორიზმის დასრულება, რაიმე ტიპის საპროცესო გარიგებები ამ ადამიანებთან წარმოუდგენლად მეჩვენება, თუკი ისეთი ღირებული ინფორმაცია არ მიაწოდეს პროკურატურას, რაც ამ ყველაფერს წერტილს დაუსვამს. საკითხისადმი დიდი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ჩვენი საზოგადოება იმსახურებს, იცოდეს, რა განსაკუთრებული დამსახურებისთვის ხდება საპროცესო გარიგება, თუ ხდება ასეთი, ადამიანებთან, რომლებიც ძალიან დიდ საფრთხეს წარმოადგენენ“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 415


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები