პოლიტიკა

ზუგდიდში 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს

16.05.19 12:45


ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომას, რომელიც 11 საათზე დაიწყო, გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები ესწრებიან.

მათი თქმით, ისინი სხდომაზე საოლქო კომისიის თავმჯდომარის გადაყენების საკითხს დააყენებენ.

სხდომის დაწყებამდე დერეფანში ოპოზიციის ლიდერები მირანდა მესხიას რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ.

მათივე თქმით, ისინი კომისიის წევრებს იმ ვიდეომასალას წარუდგენენ, რომელშიც, მათივე მტკიცებით, ასახულია, თუ რა პირობებში ინახებოდა საოლქოდან უბნებზე გაცემული ბეჭდები.

გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის განმარტებით, ბეჭდები კომისიის თავმჯდომარეებს სახლში ჰქონდათ და არა – უბნებზე.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები