პოლიტიკა

საქართველოში მყოფი ODIHR-ის წარმომადგენლები მოსამართლეთა შერჩევის შესახებ კანონპროექტზე გამართულ მრგვალ მაგიდაში მიიღებენ მონაწილეობას

16.05.19 13:00


საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის დელეგაციის წევრებს, დემოკრატიზაციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს მეგან ფიცჯერალდს, საკანონმდებლო მხარდაჭერის ოფიცერს ანა-ლიზა შატელენს და ექსპერტებს ანდრაშ შაიოსა და მიშელ რივეს შეხვდა.

სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, შეხვედრაზე, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე და სახალხო დამცველის საპარლამენტო მდივანი თათული თოდუა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე ისაუბრეს.

ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა, სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე, სამართლებრივად შეაფასა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის შესახებ კანონპროექტი და მისი შესაბამისობა საერთაშორისო და რეგიონულ სტანდარტებთან.

საქართველოში მყოფი OSCE/ODIHR–ის წარმომადგენლები დღეს მოსამართლეთა შერჩევის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით გამართულ მრგვალ მაგიდაში მიიღებენ მონაწილეობას.





წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები