საზოგადოება

ბაქოში საერთაშორისო გამოფენა CASPIAN AGRO-2019 გაიხსნა

16.05.19 13:30


15 მაისს ქ. ბაქოში გაიხსნა საერთაშორისო გამოფენა „CASPIAN AGRO-2019“.

გამოფენაზე წარმოდგენილია მსოფლიოს 25 ქვეყნის 200-მდე კომპანიის მიერ წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია, აგრარულ სფეროში დანერგილი უახლესი ტექნოლოგიები და სასოფლო-სამეურნეო მანქანა-დანადგარები.

გამოფენაზე ცალკე ექსპოზიცია დაეთმო საქართველოს, სადაც წარმოდგენელია 11 ქართული კომპანიის მიერ წარმოებული სხვადასხვა სახის პროდუქცია, მათ შორის ალკოჰოლური სასმელები და ნუგბარი.

გამოფენის პირველივე დღეს, საერთაშორისო ექსპოზიციას ეწვია აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, მან პირადად მოინახულა საქართველოს ექსპოზიცია და გაეცნო ქართული კომპანიების მიერ წარმოდგენილ პროდუქციას. ქართულმა მხარემ აზერბაიჯანის პრეზიდენტს საჩუქრად გადასცა „ვეფხისტყაოსნის“ ექსკლუზიური გამოცემა.

გამოფენის გახსნის ცერემონიალს ესწრებოდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზურაბ პატარაძე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გამოფენაში მონაწილე ქართული კომპანიების წარმომადგენლები.





წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები