პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: „ქართული ოცნება“ მშვიდად და კანონმდებლობის დაცვით აწარმოებს წინასაარჩევნო კამპანიას

16.05.19 13:45


„ქართული ოცნება“ მშვიდად და კანონმდებლობის დაცვით აწარმოებს წინასაარჩევნო კამპანიას“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძე ზუგდიდში ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“, პრაქტიკულად, პროვოკაციების რეჟიმშია გადასული და იმის ნაცვლად, რომ კამპანია ჩაატარონ, პროვოკაციებით ცდილობენ, ყურადღება მიიქციონ.

„გეგა შენგელიასთან ერთად ზუგდიდში ვაგრძელებთ წინასაარჩევნო კამპანიას. დღეს რუსთაველის ქუჩაზე შევხვდით ყველა მოსახლეს და ვესაუბრეთ მათ. ჩვენი რასაც ვხედავთ ამ “კარდაკარის” დროს, არის ის, რომ პირველ ტურშივე გამარჯვების შანსები არის ძალიან მაღალი. გეგა შენგელიას ქალაქსა და მუნიციპალიტეტის სოფლებში აქვს მაღალი ნდობა, რადგან ეს არის საქმიანი ადამიანი, ახალგაზრდა კაცი, ვისი მომავალი საქმიანობაც უკავშირდება ზუგდიდს და მას მის კონკურენტისგან სწორედ ეს გამოარჩევს, რომ მისი გეგმები მთლიანად ზუგდიდსა და ზუგდიდელებთან არის დაკავშირებული. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ცდილობენ, მოახდინონ ლეგიტიმური პროცესების შეფერხება, რასაც ჰქვია კამპანია და არჩევნები, რომელიც არის ერთადერთი და მნიშვნელოვანი კონსტიტუციური გზა, რომ საზოგადოებამ თავისი აზრი დააფიქსიროს. ჩვენი დამოკიდებულება, ჩვენი პასუხისმგებლობა ამ პროცესში არის მშვიდი, თავისუფალი, დემოკრატიული არჩევნები და ჩვენ ამ პასუხისმგებლობას აუცილებლად შევასრულებთ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ პირველივე ტურში გავიმარჯვოთ და უახლოეს დროში შეუდგეს მერი საქმიანობას“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.






წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები