საზოგადოება

რუსთავის მეტალურგიულში მუშების ნაწილი გაიფიცა

16.05.19 14:30


რუსთავის მეტალურგიული ქარხანაში 100-მდე მუშა გაიფიცა დღეს, 16 მაისს. ქარხნის მარკეტინგის მენეჯერმა სალომე იასეშვილმა ნეტგაზეთს უთხრა, რომ მუშებს ორი ძირითადი მოთხოვნა აქვთ – ხელფასის მომატება და სამცვლიანი სისტემიდან ოთხცვლიანზე გადასვლა. იასეშვილის თქმით, ამჟამად მუშაობს 3 ბრიგადა და როგორც მუშებმა ქარხნის ადმინისტრაციას განუცხადეს, შესასრულებელ სამუშაოს ვერ უმკლავდებიან და სწორედ ამიტომ ითხოვენ მეოთხე ბრიგადის დამატებას.

სალომე იასეშვილი როგორც ამბობს, ქარხნის ადმინისტრაციამ მუშების მოთხოვნების განსახილველად ერთდღიანი ვადა ითხოვა, რათა დაიანგარიშოს, თუ რა დაუჯდება ქარხანას მათი შესრულება და შესაბამისად, გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მიიღებს.




წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები