პოლიტიკა

თამარ ხულორდავა გეგა შენგელიაზე: ზუგდიდს ჰყავს ძალიან კარგი კანდიდატი

16.05.19 15:40


„ზუგდიდს ჰყავს ძალიან კარგი კანდიდატი“, - ეს განცხადება უმრავლესობის დეპუტატმა თამარ ხულორდავამ ზუგდიდში მიმდინარე წინასაარჩევნო პროცესების შეფასებისას გააკეთა.

მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ ზუგდიდში უალტერნატივო კანდიდატი ჰყავს.

„პირველ რიგში, ჩვენ აქ ვართ გეგა შენგელიას საარჩევნო კამპანიის მხარდასაჭერად. ზუგდიდს ჰყავს ძალიან კარგი კანდიდატი, რომელიც, ასევე, ძალიან დადებითადაა მიღებული ზუგდიდში და მთელ მუნიციპალიტეტში საზოგადოების მხრიდან, იმ ხალხის მხრიდან, რომელმაც 19 მაისს უნდა გააკეთოს არჩევანი. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გვექნება ძალიან კარგი შედეგი, იმიტომ რომ გვყავს მართლაც უალტერნატივო კანდიდატი... ჩვენი ინტერესი არის მხოლოდ ერთი, ჩვენი ინტერესი არის ის, რომ ყველას ჰქონდეს თავისი არჩევანის თავისუფლად მშვიდობიანად გამოხატვის შესაძლებლობა 19 მაისს. რა თქმა უნდა, იქნებიან ადამიანები, ვისაც ექნება განსხვავებული პოზიციები კანდიდატებთან დაკავშირებით, ამისთვისაც ტარდება არჩევნები. ჩვენ დარწმუნებული ვართ ჩვენს შედეგებში და ჩვენი სურვილი არის ის, რომ ყველას ჰქონდეს არჩევნებზე პოზიციის თავისუფლად გამოხატვის შესაძლებლობა, ამისთვის გაკეთდება ყველაფერი. ასე რომ, ჩვენი ინტერესი, კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ, არის სტაბილური, მშვიდობიანი გარემოს შენარჩუნება. ის ძალა, რომელიც, ასე ვთქვათ, მანიპულაციებითა და პროვოკაციებით ცდილობს, წარმოაჩინოს სხვაგვარი სურათი და შექმნას დაძაბულობის კერები. ალბათ, არ არის თავის ძალებსა და შედეგებში დარწმუნებული და მიაჩნია, რომ ეს არის ერთადერთი გზა მისი კანდიდატისა თუ პარტიის წარმატების. მე ვფიქრობ, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, ჩვენი აქაური საზოგადოება, მოსახლეობა საკმაოდ გათვითცნობიერებულია, გარკვეულია აი, ამ ტექნიკაში, რომელსაც პარტიები იყენებენ და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გვექნება ძალიან კარგი შედეგი“, - განაცხადა ხულორდავამ.




წყარო : /www.reportiori.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები