პოლიტიკა

რაულ ხაჯიმბა მთავრობის დათხოვნას გეგმავს

26.07.16 19:05


ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში მთავრობას დაითხოვს. ამის შესახებ სააგენტო „ინტერფაქსი“ დე ფაქტო რესპუბლიკის ადმინისტრაციიდან წყაროზე დაყრდნობით იტყობინება. ამავე ინფორმაციით, თანამდებობებს დატოვებენ გენერალური პროკურორი და დე ფაქტო აფხაზეთის შს მინისტრი.

"ახალი გენერალური პროკურორის კანდიდატურა, სავარაუდოდ ორშაბათს გახდება ცნობილი" - წერს სააგენტო წყაროზე დაყრდნობით.


წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 415


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები