პოლიტიკა

„ევროპულმა საქართველომ“ მამუკა ბახტაძე ინტერპელაციის წესით პარლამენტში დაიბარა

16.05.19 16:30


„ევროპულმა საქართველომ“ პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ინტერპელაციის წესით პარლამენტში დაიბარა. „ევროპულ საქართველოს“ კითხვა საბანკო რეგულაციების საკითხზე აქვს გადაგზავნილი.

პირველი ინტერპელაციის დროს, პარლამენტში სწორედ მამუკა ბახტაძე იმყოფებოდა. მაშინ ის სადეპუტატო კითხვაზე პასუხის გასაცემად, ფრაქცია "ნაციონალურმა მოძრაობამ" ქვეყანაში არსებულ კრიმინოგენურ მდგომარეობაზე სასაუბროდ დაიბარა.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრი პარლამენტის წინაშე, მაისის თვის ბოლო პარასკევს წარსდგება.

ამავე დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას ინტერპელაციის წესით მოსმენაც იგეგმება, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა" იბარებს.

აღსანიშნავია, რომ უკვე ივნისის დასაწყისში პრემიერ-მინისტრი ახალი რეგლამენტის თანახმად, მთავრობის ყოველწლიური მუშაობის ანგარიშით წარსდგება.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 235


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები