პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის დელეგაციის წევრებს შეხვდა

16.05.19 18:00


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის დელეგაცია მიიღო, რომლის შემადგენლობაში დემოკრატიზაციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, მეგან ფიცჯერალდი; საკანონმდებლო მხარდაჭერის ოფიცერი, ანა-ლიზა შატელენი და ექსპერტები – ანდრაშ შაიო და მიშელ რივე შედიან.

შეხვედრაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის წესსა და კრიტერიუმებთან დაკავშირებით განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებაზე ისაუბრეს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დელეგაციის წევრებს დეტალურად გააცნო ის ცვლილებები და საერთაშორისო ორგანიზაციების გათვალისწინებული რეკომენდაციები, რომლებიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცედურას უკავშირდება.

დელეგაციის წევრები მიესალმნენ საქართველოს პარლამენტის მიერ განხორციელებულ ცვლილებებს; მათ, აგრეთვე, მაღალი შეფასება მისცეს მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღის ფარგლებში გაწეულ ძალისხმევას.





წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 82


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები