პოლიტიკა

ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დღესთან დაკავშირებით, დღეს მსვლელობა გაიმართება

17.05.19 10:00


17 მაისთან დაკავშირებით საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს, საპატრიარქოს თქმით ოჯახის სიწმინდის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიება მშვიდობიანია და რაიმე სახის აგრესიასთან კავშირი არა აქვს. საპატრიარქოს განცხადებით ეკლესია ემიჯნება ნებისმიერ ძალადობას, ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს იგი:

„ა.წ. 17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით კვლავ შედგება სახალხო მსვლელობა რესპუბლიკის (ვარდების) მოედნიდან სამების საკათედრო ტაძრისკენ, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გადაიხდის პარაკლისს, დალოცავს ხალხს და სრულიად საქართველოს.

მსვლელობა დაიწყება 17:00 საათზე და დასრულდება კონცერტით, რომელიც პარაკლისის შემდეგ გაიმართება.

აღვნიშნავთ, რომ ეს ღონისძიება არის მშვიდობიანი და მას რაიმე სახის აგრესიასთან კავშირი არა აქვს, იგი არის ჩვენი საზოგადოების მხარდაჭერის გამოხატულება ტრადიციული ღირებულებებისადმი.

კიდევ ერთსაც შევნიშნავთ, რომ ეკლესია ემიჯნება ნებისმიერ ძალადობას, ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს იგი.“- აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.

შეგახსენებთ, 17 მაისი ჰომოფობიასთან ბრძოლის დღეა, იმის მიუხედავად, რომ ლგბტ თემის განცხადებით, წელს მსვლელობა არ გაიმართება, გარკვეული ჰომოფიური ჯგუფები აგრესიულ განცხადებებს ავრცელებენ და ლგბტ თემის წინააღმდეგ გამოსვლას გეგმავენ.





წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 226


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები