პოლიტიკა

დავით ზალკალიანი თურქ კოლეგას შეხვდა

17.05.19 11:00


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰელსინკში ევროპის საბჭოს საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში, თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან მევლუთ ჩავუშოღლუსთან შეხვედრა გამართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე მინისტრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობა და გამოთქვეს მზადყოფნა, ხელი შეუწყონ თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას, ამ მხრივ კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის საბჭოს მნიშვნელობას.

უწყების ცნობით, მინისტრებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ეკონომიკური კავშირების შემდგომ განმტკიცებაზე და იმედი გამოთქვეს, რომ ახლო მომავალში გაიმართება საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის ერთობლივი ეკონომიკური და ვაჭრობის კომისიის ე.წ. JETCO პირველი სხდომა.

ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა თურქეთს საქართველოს აქტიური მხარდაჭერისთვის, როგორც ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატებში, ასევე მრავალმხრივ ურთიერთობებში, განსაკუთრებით აღინიშნა თურქეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებებისადმი. მინისტრებმა ასევე აღნიშნეს ორი ქვეყნის მნიშვნელობა და თანამშრომლობა საერთაშორისო სატრანზიტო და ენერგეტიკულ პროექტებში.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები