საზოგადოება

შსს 17 მაისის ღონისძიებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

17.05.19 11:20


შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, 17 მაისს, თბილისში, სხვადასხვა ადგილზე რამდენიმე ღონისძიების გამართვა იგეგმება.

აღნიშნულთან დაკავშირებით შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებას „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ.

„ადამიანის უფლებების დაცვა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. სამინისტრო იცავს გამოხატვის თავისუფლებას ადამიანის პოლიტიკური და სხვა შეხედულების, სქესის, რელიგიური კუთვნილების, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და სხვა ნიშნის მიუხედავად.

ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მიმდინარე წლის 17 მაისს თბილისში, სხვადასხვა ადგილზე გაიმართება ღონისძიებები. პოლიცია უზრუნველყოფს როგორც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვას, ისე – თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც არ გასცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს.

სამინისტრო მოუწოდებს ღონისძიებების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, დაიცვან კანონი; წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს საკუთარი მანდატის ფარგლებში. სამართალდარღვევის თითოეული ფაქტი დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი“, – აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები