პოლიტიკა

მამუკა ბახტაძე: ყველა მთავრობა ვალდებული იქნება, ბიუჯეტის ყველაზე დიდი რესურსი მიმართოს ქვეყნის მომავალზე

17.05.19 12:30


„რამდენიმე კვირის წინ წარვადგინე ძალიან მნიშვნელოვანი კანონპროექტი საქართველოს პარალმენტში, რომელიც ჩვენი ეროვნული იდეის განუყოფელი ნაწილია“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბათუმში, განათლებისა და მეცნიერების ქალაქის პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისი განმარტებით, აღნიშნული კანონპროექტის მიხედვით, ქვეყნის ბიუჯეტის მეოთხედი მიიმართება განათლებაზე.

„ჩვენი ბიუჯეტის მეოთხედს მივმართავთ განათლებაზე, მომავალ თაობაზე.

მასწავლებლებზე, პროფესორებზე, ახალგაზრდა მეცნიერებზე, ხალხზე, რომლის მხრებზეც დგას ქართული სახელმწიფოებრიობა და საქართველოს მომავალი. წელს ჩვენი განათლების ბიუჯეტი გახლავთ 1,6 მილიარდი, მომავალ წელს გახდება 2 მილიარდი, 2021 წელს იქნება 2,5 მილიარდი და 2022 წელს მიაღწევს ჩვენი ბიუჯეტის მეოთხედს - 3,4 მილიარდ ლარს. ეს კანონი უზრუნველყოფს, რომ შემდეგი ათწლეულების განმავლობაში, ყველა მთავრობა იყოს ვალდებული, ბიუჯეტის ყველაზე დიდი რესურსი მიმართოს არა მომდევნო არჩევნებში, არამედ ქვეყნის მომავალში“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მამუკა ბახტაძე დარწმუნებულია, რომ აღნიშნული გზა საქართველოს დიდ წარმატებას მოუტანს.

ბათუმში განათლებისა და მეცნიერების ქალაქი აშენდება. პროექტის პრეზენტაცია დღეს ბათუმში გაიმართა, რომელზეც საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სიტყვით გამოვიდა.




წყარო : /www.reportiori.ge/

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები