პოლიტიკა

მამუკა ბახტაძე - სამწუხაროდ, საქართველოს უახლესი ისტორია უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების ქცევის ნათელი მაგალითია

17.05.19 13:00


სამწუხაროდ, საქართველოს უახლესი ისტორია უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების ქცევის ნათელი მაგალითია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბათუმში განათლების და მეცნიერების ქალაქის პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადა.

განათლების სისტემის რეფორმაზე საუბრისას პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მთავრობის მიერ დაანონსებულ ეროვნულ იდეას „სრულიად უპასუხისმგებლო და ეროვნულ ინტერესებს აცდენილი“ პოლიტიკოსები დაუპირისპირდნენ.

„ჩემთვის გასაოცარია, რომ ასეთ მნიშვნელოვან ეროვნულ იდეასაც კი გამოუჩნდა ოპონენტები, სრულიად უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები.

სამწუხაროდ, საქართველოს უახლესი ისტორია არის ნათელი მაგალითი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების ქცევის. ნამდვილად არ მინდოდა, რომ ამ ეროვნულ იდეას, რომელიც ყველას უნდა გვაერთიანებდეს, გამოსჩენოდა ასეთი ოპონენტები, მიუხედავად მათი პოლიტიკური დღის წესრიგისა, რომელიც სრულიად უპასუხისმგებლოა და აცდენილი ჩვენს ეროვნულ ინტერესებს. მაგრამ ასეთებიც გამოჩნდნენ. კიდევ ერთხელ მსურს გავიმეორო და თქვენს წინაშე ავიღო პასუხისმგებლობა, როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, რომ ამ ეროვნულ იდეას ჩვენ აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე. ეს იდეა იქნება ერთადერთი გარანტი იმისა, რომ თითოეული ჩვენთაგანი, მომავალი თაობა, ჩვენი ბავშვები იცხოვრებენ ერთიან და ძლიერ საქართველოში და მთელი მსოფლიო კიდევ ერთხელ აღმოაჩენს საქართველოს, როგორც ყველაზე ნიჭიერი, განათლებული ერის და ქვეყნის მქონე შვილებს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები